მომხმარებელი, რომელიც Sweed Club-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Sweed Club-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Sweed Club-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Sweed Club-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს Sweed Club-ის აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინთა განმარტება:
• Sweed Club (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „აპლიკაცია“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „სვიდ“, საიდენტიფიკაციო კოდი 402164885, რეგისტრირებული: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, სანდრო ახმეტელის ქუჩა, N 4, ბინა 16.
• პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
• მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
• მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
• მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
• მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
• პირდაპირი მარკეტინგი - ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
თანხმობა:
Sweed Club აპლიკაციით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, Sweed Club-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია Sweed Club-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
Sweed Club მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
• არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
• მონაცემთა დამუშავება საჭიროა Sweed Club-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი:
• Sweed Club-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
• Sweed Club-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება
• მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა
• Sweed Club-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება
• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
• მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება
• მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება
• მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება
• მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
• Sweed Club-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია
• სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება
• კანონიერი ინტერესების დაცვა
• Sweed Club-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი
მომხმარებლის უფლებამოსილება:
მომხმარებელს უფლება აქვს Sweed Club-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
• მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება Sweed Club-ის მიერ
• მონაცემთა დამუშავების მიზანი
• მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
• რა გზით შეგროვდა მონაცემები
• ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში Sweed Club ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Sweed Club-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
არასრულწლოვანი პირი:
Sweed Club მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, Sweed Club უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ Sweed Club-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აპლიკაციით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
მომხმარებლის მონაცემებს გაზიარება:
შპს "სვიდ" არ აზიარებს აპლიკაციის მომხპარებლის მონაცემებს.
პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა:
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას, თუ ის ჩართავს აპლიკაციის პარამეტრებში "Push Notification" ფუნქციას.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გააქუმოს აღნიშნული თანხმობა აპლიკაციის პარამეტრებიდან "Push Notification" ფუნქციის გამორთვით.
ლოგ ფაილები:
Sweed Club სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. ლოგ ფაილები გამოიყენება იმისთვის რომ აპლიკაციამ შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
• მოწყობილობის ტიპი
• პლათფორმა: iOS/Android
• სისტემის ვერსია
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.'
ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
აპლიკაციის გამართულად მუშაობა და მომხმარებლის ხარისხის გაუმჯობესება.
მონაცემების მიღება:
Sweed Club ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
• როდესაც მომხმარებელი ავსებს აპლიკაციის სარეგისტრაციო ფორმას
რა სახის მონაცემები მუშავდება:
აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
• ელექტრონული ფოსტა
• ნიკნეიმი (რომელიც არის ფიქტიური, არ არის აუცილებელი ველი და რომელის შევსებაც დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე)
• ავატარი (რომელიც არის ფიქტიური)
• აპლიკაციაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშეც მომხმარებელი ვერ განახორციელებს აპლიკაციაში რეგისტრაციას.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა:
Sweed Club პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას Sweed Club ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
უსაფრთხოება:
Sweed Club-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. Sweed Club გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში Sweed Club იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
Sweed Club მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას Sweed Club-ის სერვერებზე.
ცვლილებები და დამატებები:
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში გამოქვეყნდება ვებგვერდზე: sweed.ge.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ აპლიკაციით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
Sweed Club-თან დაკავშირება:
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@sweed.ge